"ჩვენ, ვაწყობთ მსვლელობას, რათა ყველას დავანახოთ, რომ ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია" - ნაცვლიშვილი
"ჩვენ, ვაწყობთ მსვლელობას, რათა ყველას დავანახოთ, რომ ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია" - "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ დროშას დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს და სწორედ დროშა გამოხატავს, თუ სად უნდა საქართველოს რომ იყოს.
ევროკავშირის დროშის ადგილი არის საქართველოს ეროვნული სიმბოლიკის გევრდით, ხოლო საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში. დროშა არ არი მხოლოდ დეკორაია. დროშა არის პოლიტიკური განაცხადი, სად უნდა საქართველოს რომ იყოს. როგორი სახელმწიფო უნდა, როგორი დაცვა უნდა მისი მოქალაქეებისთვის. სამწუხარო და სამარცხვინოა, რომ ხელისუფლება ხალხის ნებას გაემიჯნა. მაგრამ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვაწყობთ მსვლელობას, რათა ყველას, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, კიდევ ერთხელ დავანახოთ და გავაგენოთ, რომ ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია". - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
საქართველოს და ევროკავშირის დროშებით ხელში, ქალაქის ცენტრში მსვლელობა დაიწყო. საქართველოს დამოუკიდებლობის 105 წლის თავზე, ხალხი ქვეყნის ღირსებას ქუჩიდან იცავს. მთავრობამ ევროკავშირის დროშებისთვის დღეს სივრცე ვერ გამონახა, ამიტოომ პარტია "ლელოს" ორგანიზებით, მოქალაქეებმა გადაწყვიტეს მთელ ევროპას თბილისიდან დაანახონ, რომ მათ ნებას მთავრობის ქმედებები არ გამოხატავს.