კობახიძე საზოგადოებას დასცინის... პოლულობს დროს, რომ გაირუჯოს - ირაკლი კუპრაძე

26.05.23 15:36
კობახიძე საზოგადოებას დასცინის... პოლულობს დროს, რომ გაირუჯოს - ირაკლი კუპრაძე

ფაქტს, რომ ირაკლი კობახიძე დღეს აღლუმზე არ იმყოფებოდა, "ლელოს"  გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე საზოგადოების დაცინვად აფასებს. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ საქართელოს დამოუკიდებლობის დღეს "ოცნების" თავმჯდომარე პოულობს დროს, რომ აუზზე გაირუჯოს. 

ეს არის დაცინვა ქართული საზოგადოების, რომელიც დღეს ისტორიული შანსის წინაშეა და „ქართული ოცნება“ აკარგვინებს ამ შანსს, მაგრამ ირაკლი კობახიძე პოულობს დროს, რომ გაირუჯოს და დასცინოს საზოგადოებას, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.