ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გამოსვლა გაუგებარი იყო - დარჩიაშვილი

26.05.23 15:59
ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გამოსვლა გაუგებარი იყო - დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლით უკმაყოფილოა. ილია დარჩიაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს საგარეო კურსი არ შეცვლილა და ის უწინდებურად ევროპულია. 

პრემიერის მსგავსად საგარეო საქმეთა მინისტრიც ამბობს, რომ ავქყენის ევროინტეგრაციის კუთხით "ქართულმა ოცნებამ" ყველაზე მეტი გააკეთა. 

ჩემთვის გაუგებარია, რას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი, როდესაც ის საუბრობდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ. ერთი შემიძლია გითხრათ თქვენც და ყველას, რომ საქართველოს საგარეო პრიორიტეტები, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი. ჩვენი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაზე მეტი, როდესაც საკითხი ეხება ქვეყნის ევროპასთან დაახლოებას, - ამბობს დარჩიაშვილი.