სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის 926 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა

26.05.23 16:04
სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის 926 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა

სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისთვის 926 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

სინგაპურის სასამართლო ვერდიქტში მიუთითებს, რომ Credit Suisse-ი ივანიშვილის პირადი ბანკირის თაღლითურ ქმედებებზე პასუხისმგებელია და ვალდებულია კლიენტს მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს. ივანიშვილისთვის გადასახდელი კომპენსაცია, დაკარგული თანხების გარდა იმ მიუღებელ შემოსავალსაც მოიცავს, რომელსაც ოლიგარქი აქტივების თაღლითობის გარეშე მართვის შემთხვევაში მიიღებდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ Credit Suisse-ს ტრასტმა ვერ მოახერხა აღეკვეთაივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირის პატრიკ ლესკადრონის აქტივებზე შემდგომი წვდომა. 

ლესკადრონი 2015 წელს დააკავეს, 2018 წელს მას 5-წლიანი სასჯელი მიუსაჯეს, 2020 წელს კი მან თავი მოიკლა.

თავისხმრივ, Credit Suisse-ის წარმომადგენლები სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილებას არასწორად მიიჩნევენ და გასაჩივრებას გეგმავენ.

"განაჩენი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა არასწორია და ძალიან მნიშვნელოვან სამართლებრივ დარღვევებს შეიცავს. ვგეგმავთ მტკიცედ განვაგრძოთ გასაჩივრების პროცესი". - წერია შვეიცარიული ბანკის განცხადებაში.

მომდევნო კვირაში შვეიცარიული საინვესტიციო ბანკის, UBS-ის მიერ Credit Suisse-ის ყიდვის პროცესი დასრულდება. შესაბამისად, ივანიშვილისთვის კომპენსაციის გადახდა, საბოლოოდ UBS-ს მოუწევს.