ის, რომ ზურაბიშვილი პრეზიდენტია, "ოცნების" დამსახურებაა - გიორგი ამილახვარი

26.05.23 16:06
ის, რომ ზურაბიშვილი პრეზიდენტია, "ოცნების" დამსახურებაა - გიორგი ამილახვარი

"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს ისევ ახსენებს, რომ მისი პრეზიდენტობა სწორედ მათი დამსახურებაა. გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ კრიტიკული განცხადებების მიუხედავად, "ოცნება" პრეზიდენტთან ონსტიტუციის ფარგლებშ ითანამშრომლებს. 

ქალბატონი პრეზიდენტი თავის დროზე იყო „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ის, რომ დღეს იგი პრეზიდენტია, სწორედაც რომ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ამიტომ, მისი შეხედულებების შეფასებას ახლა ჩვენ არ დავიწყებთ, რიგ შემთხვევებში, მე და ჩვენ მას არ ვეთანხმებით, თუმცა პატივს ვცემთ ამ ინსტიტუციას. ჩვენ კონსტიტუციის ფარგლებში ვთანამშრომლობთ მასთან და ასე გაგრძელდება, - თქვა გიორგი ამილახვარმა.

პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ხელისუფლება მორიგ ჯერზე გააკრიტიკა და მას ბრალი ქვეყნის ევროინტეგრაციის მოსპობაში დასდო. სალომე ზურაბიშვილა "ქართულ ოცნებას" რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები კიდევ ერთხელ გაახსენა და ყურადღება რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებაზე გაამახვილა. მან ასევე, ქართველი გმირების,  გიგა ოთხოზორიას და გიორგი ანწუხელიძის ოჯახებს ბოდიში მოუხადა.