პრეზიდენტის დღევანდელ გზავნილებს ვერ გავიზიარებ - მაკა ბოჭორიშვილი
პრეზიდენტის გზავნილებს ვერ გავიზიარებ, - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" წევრი მაკა ბოჭორიშვილი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას. დეპუტატი ამბობს, რომ არ სურს, "პრეზიდენტის ინსტიტუტი ქვეყნის წინააღმეგ ინსტიტუტად იქცეს".
პატივს ვცემთ როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს, თუმცა მის გზავნილებს დღევანელ დღესთან დაკავშირებით ვერც გავიზიარებ, ვერც დავეთანხმები გამომდინარე იქიდან, რომ არ მაქვს სურვილი ამ ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტი იქცეს ქვეყნის წინააღმეგ ინსტიტუტად, - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.
პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ხელისუფლება მორიგ ჯერზე გააკრიტიკა და მას ბრალი ქვეყნის ევროინტეგრაციის მოსპობაში დასდო. სალომე ზურაბიშვილა "ქართულ ოცნებას" რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები კიდევ ერთხელ გაახსენა და ყურადღება რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებაზე გაამახვილა. მან ასევე, ქართველი გმირების, გიგა ოთხოზორიას და გიორგი ანწუხელიძის ოჯახებს ბოდიში მოუხადა.