ვინ დაუძახა მოღალატე - პრეზიდენტის პირველი კომენტარი
ვინ დაუძახა სალომე ზურაბიშვილს მოღალატე - საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა და არ აინტერესებს, თუ ვინ გააკეთა ეს.
"არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, რატო უნდა დავინტერესდე". - ამბობს პრეზიდენტი "პირველებთან.
სალომე ზურაბიშვილის მწვავე გამოსვლას სამთავრობო ლოჟიდან შეძახილები მოჰყვა. მაშინ როდესაც მთავარსარდალი გიგა ოთხოზორიას და გიორგი ანწუხელიძის ოჯახს ბოდიშს უხდიდა, მას "მოღალატე" უწოდეს.