"ოცნება მზად არის, ქვეყანა ჩააბაროს რუსეთს" - გიორგი ვაშაძე

26.05.23 17:21
"ოცნება მზად არის, ქვეყანა ჩააბაროს რუსეთს" - გიორგი ვაშაძე

"ოცნების" თავმჯდომარის მზის აბაზანები და ვარჯიში დამოუკიდებლობის დღის ღონისძიების პარალელურად  - "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ამბობს, რომ კობახიძის ჟესტი აჩვენებს როგორი ადამიანები მართავენ ქვეყანას. 

ეს სახუმარო საკითხი ნამდვილად არ არის. ბევრი ხუმრობა დავინახე ახლა ამ თემაზე. ეს არის ძალიან სერიოზული საქმე. ეს არის რეალური მიდგომა, როგორ უყურებს საქართველოს დამოუკიდებლობას, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, დამოუკიდებლობის დღეს რით არის ის დაკავებული. აი ეს არის ზუსტად ის გამოხატულება თუ ვისთან გვაქვს საქმე, ეს არის პრორუსული ძალა, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერია და მზად არიან ჩააბარონ ქვეყანა რუსეთს" - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

"ოცნების" თავმჯდომარემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მისვლას გარუჯვაა და ფიზიკური დატვირთა არჩია.