კობახიძე არის რუსი - ზურა ჯაფარიძე
ირაკლი კობახიძეს არც დროშა აინტერესებს და არც ქვეყანა - ამის შესახებ "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერმა განაცხადა.
ზურა ჯაფარიძის თქმით, "ირაკლი კობახიძე რუსია":
რუჯის მიღებაზე პრობლემა არ არის, მაგრამ დამოუკიდებლობის დღეს კობახიძე როგორც იქცევა... ზოგადად კობახიძე არის რუსი, არ აქვს სენტიმენტები და ყველაფერი, როცა ის ლაპარაკობს სხვებთან მიმართებაში, ჩვენთან მიმართებაში მათ შორის უსამშობლოობაზე და რაღაცებზე, ეს ყველაფერი არის ერთგვარი სიყალბე. თვითონ ფეხზე ჰკიდია ეგეთი რაღაცები, არც დროშა აინტერესებს, არც ქვეყანა, არც სამშობლო, ეგეთი სენტიმენტები საერთოდ არ აქვს. ეგ ჩანდა მის წამოწოლილ პოზებში, კარგად ეტყობოდა დღევანდელ დღეს როგორ აღიქვამს" - ზურა ჯაფარიძე.
"ოცნების" თავმჯდომარემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მისვლას გარუჯვაა და ფიზიკური დატვირთა არჩია. ის ოფიციალურ ღონისძიებაზე არ გამოცენილა.