აქცია-პერფონასი გორში - ენმ-ს წევრებმა მთავარ მოედანზე ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
“ევროპა ჩვენი სახლია” - ამ სახელწოდებით გორში აქცია პერფორმანსი გაიმართა. ქალაქის მთავარ მოედანზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ევროკავშირის დროშა გადმოფინეს და ასე გააპროტესტეს ქალაქიდან დამოუკიდებლობის დღეს, უმნიშვნელოვანესი ატრიბუტიკის გაქრობა.
აქცია პერფორმანსის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. მათი თქმით, პერფონმანსის მესიჯი სწორედ, ქართველი ახალგაზრდებისთვის უკეთესი მომავლის შექმნას უკავშირდება.
"გადამალეს ევროკავშირის დროშები და ყველანაირად ცდილობენ, რომ არ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ხან პოზნერი ჩამოიყვანეს, ხან გავრილოვი, ხან ლავროვის ზარზეიმი ვიხილეთ. ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, დღევანდელ ღონისძიებაზეც გადამალეს დემონსტრაციულად დროშები. დღევანდელი პერფორმანსის მესიჯი არის, რომ ჩვენ ქართველ ახალგაზრდებს გვსურს უკეთესი მომავალი" - ამბობს აქცია პერფორმანსის მონაწილე.
ცნობილია, რომ გორში 26 მაისის ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს, თუმცა წინა წლისგან განსხვავებით, დღეს ევროკავშირის ჰიმნი აღარ შესრულდა.