ყველას შეუძლია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოვიდეს - ზურაბიშვილი გვარამიას მხარდამჭერებზე
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, გვარამიას მხარდამჭერებს თავისუფლად შეუძლიათ ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ, თუმცა გავა თუ არა ზურაბიშვილი მათთან შესახვედრად, ამ კითხვას ქვეყნის მთავარსარდალი არ პასუხობს.
"ყველა თავისუფლად შეიძლება მოვიდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან". - ამბობს ზურაბიშვილი.
27 მაისს, 18:00 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის" დაანონსებული მიერ აქცია გაიმართება.