საიდან ჰქონდა ჯუანშერ ბურჭულაძის დედას 30 ათასი დოლარი, რომელიც რძალს აჩუქა - მინისტრი კითხვებს გაურბის
საიდან ჰქონდა ჯუანშერ ბურჭულაძის დედას 30 ათასი დოლარი, რომელიც რძალს აჩუქა - თავდაცვის მტელი დღეა იზოლაციაშია და კითხვებს გაურბის.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მინისტრი მანიპულაციას მიმართავს დეკლარაციაში, თითქოს ოჯახის წევრი ჩუქნის იმ თანხებს, რომლითაც ივანიშვილის მთავრობის წევრები ყოველდღიურად პარავენ ხალხს.
როგორც ჩანს ქართუ ბანკის პლასტიკური ბარათების დამზადებიდან მინისტრობამდე აღზევებული ჯუანშერ ბურჭულაძე ვეღარ ასაბუთებს იმ შემოსავლებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ალბათ უკანონოდ აქვს მიღებული და იძლებულია, რომ მიმართოს მანიპულაციებს და დეკლარაციებში დაწეროს, რომ თითქოსდა მის ოჯახის წევრებს მშობლები ჩუქნიან თანხებს. ამით აპრავებენ ხოლმე რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მთავრობის წევრები იმ უკანონო შემოსავლებს, რომელსაც პარავენ ჩვენს გაუბედურებულ მოსახლეობას". - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლს დედამთილმა $30 000 აჩუქა. საჩუქრის შესახებ ინფორმაცია თავად თავდაცვის მინისტრმა ასახა 2023 წლის 23 მაისს შევსებულ დეკლარაციაში.
დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლმა, ნინო მხეიძემ დედამთილისგან იმაზე მეტი თანხა მიიღო, ვიდრე ცოლ-ქმარმა მთელი წლის განმავლობაში გამოიმუშავა. კერძოდ მინისტრმა ბურჭულაძემ 2022 წელს ხელფასის სახით 68834,16 ლარი, მისმა ცოლმა კი - 1532 ლარი აიღო.