„ლელოს” დეპუტატებმა, პარლამენტის შენობიდან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს
"ლელოს" წევრებმა, დეპუტატებმა პარლამენტის შენობიდან საქართველოს და ევროკავშირის გიგანტური დროშები გადმოფინეს.
"ლელოს" წევრების განცხადებით, დროშა მხოლოდ დეკორაცია არ არის და ეს პოლიტიკური გზავნილი და განაცხადია.
„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტის ფასადზე ამ დღეს ადგილი ევროკავშირის დროშისთვის ვერ მოიძებნა. ეს არ არის მხოლოდ დეკორაცია, დროშა - ეს არის პოლიტიკური გზავნილი და განაცხადი”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.