„სკამი იქ დამიდე, ან გადადექი, ჩაიჩოჩე, ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, პროტოკოლის დარღვევაა" - ზურაბიშვილი "ოცნებას"
„სკამი იქ დამიდე, ან გადადექი, ჩაიჩოჩე, ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, პროტოკოლის დარღვევაა" - სალომე ზურაბიშვილმა "ოცნების" ხელისუფლებას პროტოკოლი დაუწუნა. საქართველოს პრეზიდენტმა დიასპორის ფორუმზე უკმაყოფილება მისი სკამის სკამის "ჩაჩოჩების" გამო გამოთქვა.
პროტოკოლის მიხედვით, პირველი ზის პრეზიდენტი, შემდეგ პრემიერი, მერე პარლამენტის თავმჯდომარე, დიასპორის ფორუმზე კი სკამების განლაგება ასეთია - პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი ზის, გვერდით ღარიბაშვილი, მერე პრეზიდენტი და ბოლოს პაპუაშვილი.
„არ შეიძლება რომ არ ვთქვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს პროტოკოლს. ეს არ არის „მე ასე მინდა, სკამი იქ დამიდე, ან გადადექი, ჩაიჩოჩე, ჩამოიჩოჩე“ და ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ეს არის პროტოკოლის დარღვევა და პროტოკოლი არის სხვა რამე კი არა, სახელმწიფოს საყრდენი. თუ არა, იწყება გაუთავებელი - „მე პირველი ვარ, შენ მეორე“. ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი. მე დიდი ხანია ამ ქვეყანაში არაფერი მწყინს და ამით ვერავინ მაწყენინებს, მაგრამ მე ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მოვა და ეს ადგილი არის პრეზიდენტის. არ შეიძლება რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს, არ შეიძლება, არცერთ ქვეყანაში! ეს ყველგან იწვევს გაკვირვებას.