შეურაცხმყოფელი იქნებოდა, ზურაბიშვილისთვის ვინმეს ნახევრად ფრანგი ეწოდებინა, როცა ის პრეზიდენტად ავირჩიეთ - პრემიერი
შეურაცხმყოფელი იქნებოდა, ზურაბიშვილისთვის ვინმეს ნახევრად ფრანგი ეწოდებინა, როდესაც იგი პრეზიდენტად ავირჩიეთ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისთვის შეურაცხმყოფელია დიასპორას ნახევრად რუსი ან ნახევრად ქართველი უწოდო.
ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ხაზი გაუსვა, რომ ფრანგული დიასპორის წარმომადგენელი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩია "ოცნების" ხელისუფლებამ.
ძალიან უხერხული და შეურაცხმყოფელია ყოველგვარი საუბარი იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში, რამდენი დიასპორის წარმომადგენელი ცხოვრობს, ეს არის შეურაცხმყოფელი. შეურაცხმყოფელია ჩემთვის, რომ ჩვენ დიასპორას ვუწოდო - ნახევრად რუსი, ნახევრად ქართველი და ასევე შეურაცხმყოფელი იქნებოდა ალბათ, ქალბატონი პრეზიდენტისთვის, რომ მისთვის ვინმეს ეწოდებინა ნახევრად ფრანგი, როდესაც ის, ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად. ალბათ, დამეთანხმებით.
ქალბატონი პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა, რომ დიასპორის მინიმუმ ერთი წარმომადგენელი პარლამენტში მოვახვედროთ. არათუ პარლამენტში, ჩვენ, დიასპორის, ფრანგული დიასპორის წარმომადგენელი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დავნიშნეთ, ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად. აქედან გამომდინარე, მე მინდა, კიდევ ერთხელ ყველას ვუსურვო მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და გაერთიანება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.