"ნიკა გვარამიას თავისუფლება ევროპისთვის" - დღეს ათონელის რეზიდენცია პროტესტის ეპიცენტრი გახდება

27.05.23 12:22
"ნიკა გვარამიას თავისუფლება ევროპისთვის" - დღეს ათონელის რეზიდენცია პროტესტის ეპიცენტრი გახდება

ნიკას თავისუფლება ევროპისთვის - მთავარი არხის, დაპატიმრებული დირექტორის მეგობრები და მხარდამჭერები აქციისთვის ემზადებიან. ზუსტად ექვს საათზე, შეკრება ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან არის დაგეგმილი. აქციის ორგანიზატორი ნიკას გვარამიას თავისუფლების მოძრაობაა.

სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო სასახლესთან გვარამიას მეგობრები მკაფიო მესიჯებით მიდიან. ამბობენ რომ ნიკას პატიმრობა საქართველოს ევროპას აშორებს და მოითხოვენ დაპატიმრებული მედია მენეჯერის დროულ შეწყალებას. მსვლელობა ორბელიანზე მთავარი არხის ოფისიდაან დაიწყება, სადაც დღეს ღია კარის დღეა. 

"თავისუფლებისთვის ბრძოლით, ჩვენ ფაქტობრივად ვიბრძვით საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ამიტომ, ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ საქართველო იყოს ისეთივე ქვეყანა, როგორიც არის ევროპული ქვეყნები, საქართველოში საზოგადოება აგებული იყოს იგივე ღირებულებზე, როგორიც არის ევროპაში, ადამიანები, რომელაც სურთ, რომ მათი შვილები იზრდებოდნენ ევროპულ ქვეყანაში, ირებდნენ განათლებას, უნდა შეიკრიბონ მთავარ არხში, იმ ადგილას, სადაც ჩვენ ხმამაღლა ვამბობთ, რომ მთავარი არის თავისუფლება". - ამბობს ჟურნალისტი პაატა იაკობაშვილი.