ნუ ვეკითხებით უცხოეთში დაბადებულ ადამიანს ვინ იყო შუშანიკის დედა, ხვალ მათ შორის დაიბადება დემნა გვასალია, კვარაცხელია - პრეზიდენტი

27.05.23 13:14
ნუ ვეკითხებით უცხოეთში დაბადებულ ადამიანს ვინ იყო შუშანიკის დედა, ხვალ მათ შორის დაიბადება დემნა გვასალია, კვარაცხელია - პრეზიდენტი

პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებას ითხოვს. დიასპორის ფორუმზე, სალომე ზურაბიშვილი "ოცნებას" არასწორი პოლიტიკის გამო აკრიტიკებდა. ზურაბიშვილისთვის მიუღებელია აგრესორ ქვეყანასთან ფრენების აღდგენა, მაშინ როდესაც, დიასპორის წევრებს საქართველოს მოქალაქეობას ურთულესი ტესტების გავლის შემდეგ ანიჭებენ. ნუ ვეკითხებით უცხოეთში დაბადებულ ადამიანს, ვინ იყო შუშანიკის დედა - ამბობს პრეზიდენტი.

პრეზიდენტის ხელშია სიაა რუსეთიდანაც, ადამიანების მოთხოვნები, ვინც მოქალაქეობის მინიჭებას ითოვენ, თუმცა ზურაბიშვილის თქმით, მას ბევრი კითხვა უჩნდება უსაფრთოებსთან დაკავშირებით.

3 წელია იუსტიციის სამინისტროსგან ვითხოვთ, გავამარტივოთ მოქალაქეობის ტესტები. ნუ ვეკითხებით უცხოეთში დაბადებულ ადამიანს, ვინ იყო შუშანიკის დედა. ნუთუ არ გვაინტერესებს, რომ ეს ადამიანები იყვნენ ქართველები? ხვალ მათ შორის დაიბადება დემნა გვასალია, კვარაცხელია და მაშინ მოვინდომებთ, რომ ოოო, ქართველია, თურმე. 
 
ჩვენ ახლა უნდა მივცეთ მათ ხელი, რომ მოდით, იყავით ქართველი. იყავით გერმანელი, ამერიკელი, რუსი, რაც გინდათ, მაგრამ ასევე იყავით ქართველი იმიტომ, რომ რა ბმაც გაქვთ, ეს არის სახელმწიფოსთვის ძალიან ძვირფასი და აუცილებელი. ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ ფრენებზე ვიფიქროთ, ვიფიქროთ იმაზე, რომ მივცეთ მოქალაქეობა, ეს არის მათი პირველი მოთხოვნა. „აქ მაქვს 15 მაისიდან დღემდე მოქალაქეობის მსურველთა სია რუსეთიდან. ჩემი წარმომადგენელი არ აძლევს ხმას, თუ არსებობს კითხვები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მაგალითად, სამხედრო ან უსაფრთხოების სფეროში თუ აქვს რამე თანამდებობა. სხვა დანარჩენზე ამბობს „კი“ და არ მაინტერესებს, სად ცხოვრობენ, თუნდაც რუსეთში, ან ამერიკაში და ვერ თუ, არ ჩამოდიოდნენ. 
 
ქვეყანას არ აქვს უფლება, ეს ადამიანები დაკარგოს. დიასპორის დახმარება არ არის, რომ ცეკვა-თამაშებისთვის ფულს ვუგზავნით. დახმარებაა, რომ ისინი ჩავთვალოთ ჩვენიანებად. მაგალითად, თუ ადამიანი ამტკიცებს, რომ წარმოშობით არის ებრაელი, ავტომატურად აძლევენ მოქალაქეობას“,- თქვა პრეზიდენტმა.