ამ ადამიანმა, პრეზიდენტი რომ ჰქვია, უნდა დაასრულოს ტყუილები და იმოქმედოს - ბუღაძე გვარამიას შეწყალებაზე

27.05.23 13:38
ამ ადამიანმა, პრეზიდენტი რომ ჰქვია, უნდა დაასრულოს ტყუილები და იმოქმედოს - ბუღაძე გვარამიას შეწყალებაზე

ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად დაგეგმილ აქციაზე მხატვარი ბევრ ადამიანთან ერთად გია ბუღაძეც მივა.

ბუღაძის თქმით, პრეზიდეტმა ზურაბიშვილმა უნდა შეწყვიტოს ტყუილები და გადადგას ქმედითი ნაბიჯები.

ბურაძე ამბობს, რომ კვლავ სალომე ზურაბიშვილის ივანიშვილს თამაშით თამაშობს.

ამდენი ტყუილების ატანა შეუძლებელია. დღეს მაგიტომ გავდივარ იქ, რომ დასრულდეს ეს ყველაფერი და პირდაპირ ვუთხრათ სალომე ზურაბიშვილს, თუ იმის გამკეთებელი არ ხარ, რასაც ამბობ, მაშინ ნუ იტყუები. რეალურად, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ისევ თამაშობს ივანიშვილის თამაშს, იმიტომ, რომ ჭირდება ისევ ივანიშვილს ეს დაბალანსების პოლიტიკა, რომ ვიღაც-ვიღაცები ბოროტი ადამიანები არიან, რომლებიც ანტიევროპულ შეტყობინებებს უშვებენ, ხოლო ეს არის პროდასავლუირი. ძაან წააგავს მის ხელწერას. ამ ადამიანმა, პრეზიდენტი რომ ჰქვია, უნდა გადადგას ჭეშმარიტი და სწორი ნაბიჯი, სადაც ტყუილები დასრულდება.

ნიკა გვარამიას  მეგობრები და მხარდამჭერები აქციისთვის ემზადებიან. ზუსტად ექვს საათზე, შეკრება ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან არის დაგეგმილი. 

სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო სასახლესთან გვარამიას მეგობრები მკაფიო მესიჯებით მიდიან. ამბობენ რომ ნიკას პატიმრობა საქართველოს ევროპას აშორებს და მოითხოვენ დაპატიმრებული მედია მენეჯერის დროულ შეწყალებას. მსვლელობა ორბელიანზე მთავარი არხის ოფისიდან დაიწყება, სადაც დღეს ღია კარის დღეა.