მეუფე შიომ პრემიერს, პატრიარქის სახელით, გელათის გადარჩენისთვის მადლობა გადაუხდა
მეუფე შიო ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. პატრიარქის მოსაყდრე, რომელიც მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება, დღეს გელათის საბჭოს შეკრებაზე, ტრიბუნასთან დადგა და მთავრობის მეთაურს პატრიარქის სახელით მადლობა გელათის გადარჩენისთვის გადაუხდა.
მე დღეს მინდა ვისარგებლო შემთხვევით ბატონო ირაკლი და თქვენ მიერ გელათის გადარჩენის საქმისადმი გამოვლენილი დიდი გულისხმიერებისთვის სრულიად საქართველოს პატრიარქის სახელით დიდი მადლობა გადაგიხადოთ" - განაცხადა მეუფე შიომ.
პრემიერმა თავის მხრივ, პატივისცემა გამოხატა ქართული ეკლესიის მიმართ.
მაქვს პატივი, საქართველოს ეკლესიასთან ერთად უზრუნველყო გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაციის წარმატებით განხორციელება". - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
დღეს გელათის რეაბილიტაციიის პროცესი ოფიციალურად საპატრიარქომ გადაიბარა. დღევანდელ შეხვედრაზე არ გამოჩენილა თეა წულუკიანი, კულტურის მინისიტრი, რომელსაც ისტორიულ სამონასტრო კომპლექსში შემქნილ უმძიმეს ვითარებაზე, გელათის მცველები პასუხიმგებლობას აკისრებენ.