ხშირად დადის მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში, ოჯახი ჰყავს იქ - მეუფე იაკობი
მეუფე იაკობი ამბობს, რომ მეუფე ნიკოლოზი რუსეთში ხშირად დადის, რადგან იქ ოჯაის ჰყავს, რაც შეეხება ოფიცლაურ ვიზიტს, ბოდბელი მიტროპოლიტი უარყოფს, რომ ნიკოლოზ ფაჩუაშვილი რუსეთში საპატრიარქოს მიერ ყოფილიყო წარგზავნილი.
კითხვას, თავად წავიდოდა თუ არა მოსკოვში, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ საბჭოტა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში ფეხი არ დაუდგამს.
ხშირად დადის ხოლმე. თვითონ კითხეთ, მე არ დავდივარ. საბჭოთა კავშირი რაც დაიშალა, იმის შემდეგ არ ვყოფილვარ. მოსკოვში სულ ორჯერ ვარ ნამყოფი. ეგ დადის სულ, ოჯახი ჰყავს იქით, მგონი შვილი ჰყავს იქ გათხოვილი, ამიტომ ყოველ წელს დადის. ოფიციალურ შეხვედრებს ვერ გამართავს, საპატრიარქო არ მართავს ოფიციალურ შეხვედრებს". - ამბობს მეუფე იაკობი.
ქართველი მაღალი რანგის სასულიერო პირი მოსკოვის მაცხოვრის ტაძრის ამბიონზე - მეუფე ნიკოლოზი წმინდა კირილეს ხსენების დღეს საღვთო ლიტურგიაში მონაწილეობდა და სხვა მღვდელმთავრებთან ერთად რუსეთის პატრიარქის გვერდით ამბიონზე იდგა. საპატრიარქოში თქვეს, რომ ეს ოფიციალური ვიზიტი არ იყო.