მე რა დამსჯელი ორგანო ვარ? - მიტროპოლიტი ანტონი მეუფე ნიკოლოზის მოსკოვში ვიზიტზე

27.05.23 16:11
მე რა დამსჯელი ორგანო ვარ? - მიტროპოლიტი ანტონი მეუფე ნიკოლოზის მოსკოვში ვიზიტზე

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ამბობს, რომ თავად რუსეთში ვიზიტით არ წავა, მეუფე ნიკოლოზის გადაწყვეტილებაზე კი ამბობს, რომ ყველა მღვდელმთავარი დამოუკიდებელია თავის ქმედებებში და ის დამსჯელი ორგანო არ არის, რომ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის მოსკოვში ვიზიტი შეაფასოს.

არამც და არამც არ წავალ მოსკოვში. ჩვენ ვართ მღვდელმთავრები, რომლებსაც ჩვენ ჩვენი დამოუკიდებელი ქმედებები გვაქვს. ზოგი ვათანხმებთ, კარგია, რომ შეათანხმოს. თუ არ შეათანხმა, მე რა დამსჯელი ორგანო ვარ, თუ ვინ ვარ. სახარებაში წერია, რომ ყველა ზრდასრული ადამიანი თავსდ აგებს პასუხს. ყვეელა თავის ქმედებაზე აგებს პასუხს". - ამბობს მეუფე ანტონი.

ქართველი მაღალი რანგის სასულიერო პირი მოსკოვის მაცხოვრის ტაძრის ამბიონზე - მეუფე ნიკოლოზი წმინდა კირილეს ხსენების დღეს საღვთო ლიტურგიაში მონაწილეობდა და სხვა მღვდელმთავრებთან ერთად რუსეთის პატრიარქის გვერდით ამბიონზე იდგა. საპატრიარქოში თქვეს, რომ ეს ოფიციალური ვიზიტი არ იყო.