ზელენსკიმ 200-ზე მეტ რუსულ და ბელარუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა

27.05.23 16:39
ზელენსკიმ 200-ზე მეტ რუსულ და ბელარუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა 200-ზე მეტ რუსულ და ბელარუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა.

ახალი განკარგულებით, ინდივიდუალური სანქციები დაწესდა 51 რუსის წინააღმდეგ, ასევე რუსეთთან ასოცირებული 220 იურიდიული პირის მიმართ.

სანქციების სიაშია რუსული კომპანია "მობილური ტელესისტემებისა" და „რუსეთის რკინიგზის“ სტრუქტურები, ასევე მინსკის საავტომობილო ქარხანა, მინსკის მექანიკური ქარხანა, ვიტებსკის რადიო კომპონენტების ქარხანა „მონოლითი“ და თვითმფრინავების სარემონტო ქარხანა "ორშანი".