რას ელოდება სალომე ზურაბიშვილი, გვარამია უნდა გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან - ზაალ უდუმაშვილი

27.05.23 17:04
რას ელოდება სალომე ზურაბიშვილი, გვარამია უნდა გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან - ზაალ უდუმაშვილი

ნიკას თავისუფლება ევროპისთვის - მთავარი არხის ოფისიდან მსველობა დაიწყო. გვარამიას შეწყალების მოთხოვნით ქუჩაში ჟურნალისტები და რიგითი მოქალაქები გადიან. მსვლელობაზე იმყოფება "ტვ პირველის" წამყვანი ზაალ უდუმაშვილიც.

უდუმაშვილის თქმით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ევროპული მომავლის გადასარჩენად, უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები და შეიწყალოს ნიკა გვარამია, რადგან მისი თქმით, სწორედ ნიკას გათავისუფლებაზე გადის ქვეყნისთვის სტატუსის ნმინიჭების საკითხი.

უკვე ერთი წელია, რაც ნიკა უკანონო პატიმრობაში იმყოფება. თუ შეიძლება დღეს ვინმეზე ვტქვათ, რომა რის პოლიტპატიმარი და ბიძინა ივანშვილის პირადი პატიმარი, ეს არის ნიკა გვარამია, რომელიც მხოლოდ იმიტომ ზის ციხეში, რომ არ შეეგუა უსამართლობას და ბოლომდე იბრძოდა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მოხდეს ისეთი ცვლილელები რომელიც წინ წაგვიყვანს. ჩვენ დღეს აქ იმიტომ კი არ შევიკრიბეთ, რომ ჩვენი მეგობარი ნიკა გვარამია გათავისუფლდეს, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მოტივი, მაგრამ მეორე და მთავარი არის აქ, ისე მოიტანა ცხოვრებამ, რომ დღეს ნიკას პატიმრობაზე გადის უამრავი რამ, რაც ამ ქვეყანას სასიკეთო ცვლილებებს მოუტანს. ეს არის უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სანუკვარი კანდიდატის სტატუსი, რომლისთვისაც თაობებმა იბრძლეს, რომ აქამდე მოვსულიყავით და დღეს, შეიძლება, დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს ის, რომ ნიკა გვარამია, მედია-მენეჯერი იმყოფება ციხეში, ამიტომ არ უნდა გავჩერდეთ. ამიტომ მივდივართ ჩვენ დღეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან. თუ ეს ბერკეტი არის სწორედ სალომე ზურაბიშვილი და კიდევ ერთხელ შევახსენებთ დღეს მას იმ მისიას, რაც საქართველოს პრეზიდენტს აკისრია. დროა მისგან კონკრეტული საქმე გადავინახოთ და ეს საქმე არის ნიკა გვარამიას გათავისუფლება. 

აქამდე არ უნდა მისულიყო საქმე და აქამდეც უნდა გადაედგა პრეზიდენტს ის. დღეს რომ ნიკა გვარამია თავისუფლებაზე იყოს, და თავის ფუნქციას ასრულებდეს ტელევიზიაში, სრულიად სხვა ვითარება იქნებოდა ქვეყანაში. მე არ ვიცი, რას ელოდება სალომე ზურაბიშვილი.