"ლელოს" ლიდერები შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდნენ

27.05.23 17:10
"ლელოს" ლიდერები შვედეთის საგარეო საქმეთა  სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდნენ

"ლელოს" ლიდერები, ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია შვედეთის საგარეო საქმეთა  სამინისტროს სახელმწიფო მდივანს დიანა იანსეს შეხვდნენ.

შეხვედრისას განიხილეს ქართულ-შვედური ურთიერთობები და შვედეთის სამეფოს მიერ ქართული დემოკრატიის გასაძლიერებლად გაღებული დახმარების მნიშვნელობა. 

შეხვედრისას აგრეთვე განხილეს საქართველოსა და რეგიონში არსებული მდგომარეობა, ქართული დემოკრატიის და მართლმსაჯულების სისტემების წინაშე არსებული წინაღობები, ისევე როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გამოწვევები და რეფორმების პროცესი.