საქმე ლაპარაკის ნაცვლად, ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია - ნადირაძე

27.05.23 17:32
საქმე ლაპარაკის ნაცვლად, ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია - ნადირაძე

ათონელის რეზიდენციასთან ნიკა გვარამიას მეგობრები და მხარდამჭერები იკრიბებიან. მათ დღეს, კიდევ ერთხელ უნდა გააგონონ ხმა სალომე ზურაბიშვილს, რათა პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალოს. 

ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ პრეზიდენტმა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას და სიტყვიდან საქმეზე უდნა გადავიდეს

საქმე ლაპარაკის ნაცვლად, აი ამის სათქმელად მოვედი აქ, იმიტომ, რომ თუ რეალურად უნდა სალომე ზურაბიშვილს, რომ ევროპული გზისკენ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, თუნდაც ერთი პუნქტის შესასრულებლად, როგორიც არის დეპოლარიზაცია, მან უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია, ისევე როგორც უნდა შეიწყალოს მიხეილ საკაშვილი. მან ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას" - თქვა ირაკლი ნადირაძემ.