"პირდაპირი ფრენების აღდგენა აგრესორ ქვეყანასთან - ამის გაგება არ შემიძლია" - ევროპელი პოლიტიკოსი
ევროპელი ლიდერები "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მკაფიოდ ეუბნებიან, რომ მიუღებელია ერთის მხრივ იფრინო რუსეთში და მეორე წუთში მოითხოვო კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში.
მათი თქმით, ბოლოდროინდელი პროცესები საქართველო-რუსეთის პოლიტიკისა, 100 პროცენტით ეწინააღმდეგება სტატუსის მიღების პროცესს.
თუ რეკომენდაციებს არ შეასრულებთ, ევროკავშირი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ყველაფერი ძალიან მარტივადაა, ნებსმიერმა ქვეყანამ, რომელიც არის ევროკავშირის წევრი, რომელსაც ან უნდა ან ელოდება სტატუსს, მათ უნდა ჰქონდეთ იგივე პოზიცია, რაც ევროკავშირს, მათ შორის სანქციებთან მიმართებაში. არ უნდა დაეხმაროთ რუსეთს, თავი აარიდოს პასუხისმგებლობებს. აქედან გამომდინარე, ბოლოდროინდელი პროცესები საქართველო-რუსეთის პოლიტიკისა, 100 პროცენტით ეწინააღმდეგება სტატუსის მიღების პროცესს. ქართველი ხალხი ირჩევს პარტიას, პარტია აყალიბებს მთავრობას. მთავრობის ხელშია ძალაუფლება, ამიტომ შეუძლებელია, რომ ხალხს უნდოდეთ ევროკავშირში ყოფნა და მთავროაბს არა. თუ ქართველ ხალხს მართლა უნდათ ევროკავშირში, მაშინ მათ ეს პოზიცია უნდა დააფიქსირონ. პირდაპირი ფრენების აღდგენა აგრესორ ქვეყანასთან - ამის გაგება არ შემიძლია. თუ შენ გინდა ევროპაში ყოფნა, მეორე ნაწილი ამისთვის არაფერს აკეთებს და ეწინააღმდეგება, ეს წარმოუდგენელია და ჩემთვის გაუგებარი". - ამბობს ევროპელი პოლიტიკოსი.
შვედეთის დედაქალაქში "ალდეს" ყრილობა ტარდება. 80-ზე მეტი პოლიტიკური პარტიის წევრები ევროპიდან ამ წუთებშიც, ერთი მაგიდის გარშემო სხედან. სტოკჰოლმშია პარტია "ლელოს" დელეგაციაც.