ძალიან მნიშვნელოვანი იყო ზელენსკის მიმართვა "ალდეს" ყრილობისადმი - ბადრი ჯაფარიძე

27.05.23 18:07
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ზელენსკის მიმართვა "ალდეს" ყრილობისადმი - ბადრი ჯაფარიძე

"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ "ალდეს" სამიტზე ზელენსკის მიმართვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროპული ღირებულებებს.

ჯაფარიძემ იმ რეზოლუციაზეც ისაუბრა, რომელიც "ლელომ" უნდა წარადგინოს ყრილობაზე და რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხება.

იყო ძალიან მნიშვნელოვანი მიმართვა ზელენსკის "ალდეს" ყრილობისადმი. ისაუბრა მან იმაზე, როგორი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ რომ დაცულ იქნას ევროპული ღირებულებები. ევროპული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ახლა ევროპა აკეთებს. რეზოლუცია იქნება განხილული ყრილობაზე, ეს შეეხება საქართველოში მიმდინარე პროცესებს,  ეხება საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ. საქართველოში მიმდინარე სამწუხარო ტენდენციებს, რაც გულისხმობს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და პოლიტიკურ დევნას ოპონენტების წინააღმდეგ".- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. 

პარტია "ლელო" შვედეთშია. სტოკჰოლმში "ალდეს" სამიტი იმართება. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკური თანამებრძლები სამიტზე რეზოლუციას წარადგენენ, რომლითაც კიდევ ერთხელ ევროპელ პარტიორებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდებენ.