"ფაქტი უნდა თქვას" - "ოცნების" წევრები პუტინისგან მტკიცებულებებს ითხოვენ
"ოცნების" წევრები პუტინისგან მტკიცებულებებს ითხოვენ - პოლიტიკურ სკანდალში გახვეული მმართველი გუნდი დღეს თავის მართლების რეჟიმშია.
მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებს, რომ რუსეთისთვის პირდაპირი ფრენების აღდგენის თხოვნით არასდროს მიუმართავთ.
ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ. თუ ეს ვინმემ, მათ შორის ბატონმა პუტინმა ტქვა, ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ. საქართველოს ხელისუფლებიდან არავითარი ინიციატივა არ წასულა ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ვერ გამოვდგები პუტინის ინტერპრეტატორად, ნამდვილად არ მაქვს ამის მიზანი და ამოცანა ან მოტივი რა ჰქონდა კონკრეტულ მომენტში კონკრეტული განცხადებების კეთებისა. ინტერესიც არ შეიძლება არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნა იყო, თუ არადა მან ამასთან დაკავშირებით ფაქტი უნდა თქვას". - ამბობს სარჯველაძე.