უდუმაშვილი პრეზიდენტს: რატომ არ ათავისუფლებთ გვარამიას?! ხომ იცით, რომ ევროპარლამენში, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა აუცილებლად მოგიწეთ

27.05.23 19:03
უდუმაშვილი პრეზიდენტს: რატომ არ ათავისუფლებთ გვარამიას?!  ხომ იცით, რომ ევროპარლამენში, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა აუცილებლად მოგიწეთ

 პრეზიდენტს ხელში უჭირავს ნიკა გვარამიას თავისუფლების გასაღები, რომელსაც ჯერ-ჯერობით ჯიუტად არ იყენებს - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციიასთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილს აუცილებლად ჰკითხავენ, რა გააკეთა  ქვეყნის ევროპული კურსისთვის. 

სულ რაღაც 4 დღეში ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ძალიან მნიშვნელოვან ტრიბუნაზე გამოსვლა მოუწევს, ეს არის ევროპარლამენტის ტრიბუნა, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმენთ, როგორ იბრძვის ის ქვეყნის ევროატლანტიკური კურსისთვის. როგორ იბრძვის ევროკავშირთან დაახლოებისთვის. ჩვენ ამას ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვისმენთ. 

ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ იქ აუცილებლად გკითხავენ, რა გააკეთეთ ამ განცხადებების გარდა იმისთვის, რომ ქვეყანა დაახლოებოდა ევროკავშირს, რატომ არ ათავისუფლებთ ნიკა გვარამიას პატიმრობიდან?! თქვენ ხომ იცით, რომ ეს კითხვა აუცილებლად დაისმება და მოგიწევთ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. 

იმ გზაგასაყარზე, რომელზეც ქვეყანა დგას, თქვან ძალიან რთული მისია გაკისრიათ. ჩვენ მუდმივად ვისმენთ თქვენგან, რომ ქვეყანამ შეიცვალა კურსი. მაშინ დააბრუნეთ ეს ქვეყანა იმ კურსში. ხომ ძალიან კარგად იცით, რომ ნიკა გვარამიას ამ ბრძოლაში ლომის წვლილის შეტანა შეუძლია?!