სკანდალი: საქართველომ რუსეთში ბიზნეს ელჩი დანიშნა

27.05.23 20:20
სკანდალი: საქართველომ რუსეთში ბიზნეს ელჩი დანიშნა

საქართველომ რუსეთში ბიზნეს ელჩი დანიშნა - სკანდალური ინფორმაცია მოსკოვში, ვლადიმარ პუტინის ბიზნესწრეებთან შეხვედრიდან გახდა ცნობილი. 

გუშინ, რომან ბოკერიამ ოკუპანტ ქვეყანის პრეზიდენტს ქედი მოუხარა და უთხრა, რომ ის "საქართველოს ბიზნეს ელჩია რუსეთში". 

სწორედ ბოკერიას კითხვის საპასუხოდ თქვა პუტინმა, რომ ფრენების აღდგენას და ვიზების გაუქმებას საქართველოს ხელისუფლება სთხოვდა. 

ვინ არის რომან ბოკერია? - ეს უკანასკნელი საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის რუსული კომპანიის Московский бизнес брокердж-ის ხელმძღვანელი პირია. 

რუსული რესტრის დოკუმენტებიდან დასტურდება, რომ ფარცხალაძის ერთ-ერთიპარტნიორი რომან ბოკერიას ცოლი, ვიქტორია ბოკერიაა. თავად ბოკერია კი ამ კომპანიაში დანიშნული დირექტორია. 

"შაბათის ეთერმა" გაარკვია ისიც, რომ ფარცხალაძის კომპანია, რუსეთის ხელისუფლებამ ვლადიმერ პუტინის ფრთის ქვეშ არსებულ რუსულ კომპანიაში - Деловая Россия - ში გააწევრიანა. ირკვევა, რომ რომან ბოკერია ამ გაერთიანების გენერალურ საბჭოში დაინიშნა. 

აღსანიშნავია, რომ Деловая Россия საქართველოს ოკუპაციას მხარს უჭერს და საქმიანი ურთიერთობები გააჩნია საოკუპაციო რეჟიმთან აფხაზეთში. 

ირკვევა, რომ ვიდრე ბოკერია ფარცხალაძის რუსული კომპანიის ბოსი გახდებოდა, საქართველოს ავიახაზების Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი იყო. 

ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა ქართული ოცნების საიდუმლო გათქვა - ყველა დეტალი ნახეთ აქ