ეჭვები ივანიშვილის კარზე - "ქართულ ოცნებაში" დიდი გარჩევებია

27.05.23 21:32
ეჭვები ივანიშვილის კარზე - "ქართულ ოცნებაში" დიდი გარჩევებია

"ქართულ ოცნებაში" დიდი გარჩევებია - "შაბათის ეთერის" ინფორმაციით დაპირისპირების ახალმა ტალღამ ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის იფეთქა. 

წყარო მმართველი პარტიიდან ჰყვება, რომ "ოცნების" თავმჯდომარე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე იმიტომ არ მივიდა, რომ ორგანიზატორი სწორედ საქართველოს მთავრობა იყო. 

კობახიძე არ ჩანდა არც თავისუფლების მოედანზე და არ ჩანდა არც საზეიმო მიღებაზე. დღის პირველ ნახევარზე, აღლუმის პარალელურად "ოცნების" თავმჯდომარე პრესტიჟული სასტუმროს სახურავზე, აუზზე ირუჯებოდა. 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ორი ირაკლის დაპირისპირება ერთადერთი არ არის რაც "ქართულ ოცნებაში" ბოლო პერიოდში აფეთქდა. 

ბიძინა ივანიშვილის გუნდს ეჭვი აქვს, რომ ადვოკატი ვიქტორ ყოფიანი პოლიტიკაში მოსასვლელად ემზადება. ამ ეჭვების თანახმად, იურისტის დასაყრდენი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, კახა კუჭავა იქნება, ხოლო ამ ძალას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ლობირებს. 

ოლიგარქის გარემოცვა ეჭვობს, რომ "ვიქტორ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილს ამერიკელებმა შეუგზავნეს, რომ მის შესახებ ყველაფერი სცოდნოდათ". ეს ამბავი ოფიციალურ წერილში ფილოსოფოსმა დაწერა, რომელიც, ბიძინა ივანიშვილის აზრების გამხმოვანებლად მიიჩნევა. 

რა ხდება ოლიგარქის კარზე - ნატა ქაჯაიას რეპორტაჟი

 

მსგავსი სიახლეები