კორუფციული გარიგება მერიაში?! - ჟურნალისტური გამოძიება

27.05.23 22:00
კორუფციული გარიგება მერიაში?! - ჟურნალისტური გამოძიება

საეჭვო გარიგებები - თბილისის მერი მოქალაქეებისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილების მიღებაშია მხილებული. საქმე ეხება ლილის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების კონკრეტული პირისთვის გადაცემის ფაქტს. 

დოკუმენტების შესწავლის შემდეგ, ოპოზიციას უჩნდება განცდა, რომ მერიაში დიდი კორუფციული სქემა მოქმედებს. "ეს საციხო საქმეა" - ამბობენ ხელისუფლების ოპონენტები. საქმე შესაძლოა პროკურატურაში წავიდეს. 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, 2022 წელს 26 ოქტომბრიდან - 31 ოქტომბრამდე, ექვს დღიან შუალედში, მოქალაქე შალვა ქვრივიშვილმა თბილისის სამ სხვადასხვა უბანში, ჯამში მილიონ 100 ათასი ლარად  ოთხი მიწის ნაკვეთის ერთმანეთს მიყოლებით იყიდა, ეს მიწები სესხის გამოსატანად იპოთეკით დატვირთულ არა არის, არადა კონტრაქტებში წერია, ფული გამყიდველებმა მიწის გადაფორმების მომენტში აიღეს, გამოდის რომ ქვრივიშვილმა 6 დღეში მილიონ 100 ათასის ქონება სესხის გარეშე შეიძინა. 

6 დღეში ნაყიდი დიდძალი ქონება რამდენიმე კვირაში სახელმწიფო ექსპერტიზამ, საეჭვოდ უფრო უფრო ძვირად - მილიონ შვიდას 72 ათას ლარად შეაფასა. ამ ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ კი შალა ქვრივიშვილს თბილისის მერია, ლისზე, ავთო ვარაზის ქუჩის მიმდებარედ ერთ ერთი ყველაზე მოთხოვნად უბანში, 4900 კვადრატულ მეტრ  მიწას აძლევს. 

დოკუმენტებით დგინდება, რომ 2022 წლის 31 ოქტომბერს, დილის 11:00 საათზე, ცირკის მიმდებარედ, ხეებით სავსე გამწვანებული, ტერიტორია 279 კვადრატული მეტრი, მოქალაქე შალვა ქვრივიშვილმა  იყიდა, იმავე დღეს, დღის 15:00 საათზე, ასევე ცირკის ფერდის მიმდებარე 485 კვადრატული მეტრი ტერიტორიის მფლობელიც შალვა ქვრიშვილი გახდა. ყიდვის მომენტში, მფლობელმა უკვე იცოდა, რომ აქ ვერასდროს ვერაფერს ააშენებდა, რადგან ეს სარეკრეაციო ზონაა და ერთ სართულიანი შენობის ჩადგმაც იკრძალება, თუმცა, ცირკთან ბაღის შესაძენად მან ჯამში ნახევარ მილიონზე მეტი 582 ათასი 919 ლარი გადაიხადა.  

მშენებლობისთვის გამოუსადეგარი ტერიტორია შეიძინა 26 ოქტომბერს შალვა ქვრივიშვილმა ბაგების სატყეო უბანში, ტყის სტატუსის მქონე მიწაში 100 000 დოლარი გადაიხადა. ამავე დღეს თემქაზე, სკოლის უკან, ხევის პირას, მშენებლობისთვის აკრძალულ ზონაში 716 კვადრატული მეტრი მიწა 250 600 ლარად იყიდა. 
თბილისში ერთ სატყეო და სამი სარეკრეაციო მიწის ნაკვეთის ნაკვეთის შეძენიდან, ზუსტად 11 დღეში. მიხეილ ქვრივიშვილი მერიაში მიდის და განცხადებას წერს, ამდენი მიწის ნაკვეთი მაქვს, ვერსად ვერაფერს ვაშენებ, ვზარალდები და სხვა ტერიტორიაზე ისეთი ნაკვეთი მომეცით რომ მშენებლობა შევძლოო, არადა მერიაში ამ განცხადების შეტანამდე 11 დღით ადრე მფლობელმა ზუსტად იცოდა რას ყიდულობდა. ამ მიწის ნაკვეთებს სტატუსი წლების წინ შეუცვალეს და მშენებლობა აკრძალეს. 

15 ნორმებს, სამშაბათს მერიამ უკვე ექსპერტიზას ოთხი მიწის ნაკვეთის შესაფასებლად მიმართა. სახელმწიფოს ექსპერტიზის ბიურომ მილიონ 100 ათას ლარად ნაყიდი, მშენებლობის აკრძალვის მოენე ოთხი ნაკვეთი, მილიონ 772 ათას შეაფასა. დახლებით ორ კვირაში კი მერიამ შალვა ქვრივიშვილს უთხრა, რომ სანაცვლოდ ლისზე, 4900 კვადრატულ ტერიტორიას მისცემდა, ეს ის მიწაა სადაც რამდენიმე კორპუსის აშენება შეიძლება. 

საკრებულოს ოპოზიციაში,  ვინც ეს დოკუმენტები შეისწავლა, პირდაპირ ამბობენ, რომ გარიგებას დიდი კორუფციის სუნი უდის. მიწების თითქოს ყიდვაც და შემდეგ მის შეფასებაც, და მერიაში წერილებიც სავარაუდოდ წინასწარ დადგმული იყო, რომ მშენებლობისთვის გამოუსადეგარი მიწების გამოყენებით, სამშენებლო ბიზნეს ხელში, ლისზე კორპუსების ასაშენებელი მიწა ჩაეგდოთ ხელში.

"შაბათის ეთერის" მიერ დოკუმენტების შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მიხეილ ქვრივიშვილი "ლისი ტოპოგრაფის" ერთ ერთი მფლობელის გიორგი ხუციშვილის ბიზნესპარტნიორია.

მერიამ მშენებლობის უსარგებლო მიწის ნაკვეთების ლისის მიწაში გადაცემას მწვანე შუქი 2023 წლის 11 იანვარს აუნთო, აქედან დაახლოებით სამ კვირაში, მიწის მფლობელის ბიზნესპარტნიორმა "ქართულ ოცნებას", საჩუქრად 30 ათასი ლარი გადაურიცხა -  ოპოზიციას კი ეჭვი აქვს, რომ ამ გარიგებაში სავარაუდოდ უფრო დიდი ქრთამია გადახდილი. 

ყველა დოკუმენტს ხელს კახი კალაძე აწერს, თუმცა საბოლოდო სამშენებლოდ უსარგებლო მიწების, ლისზე ტერიტორიის გადაცვლას მწვანე შუქი თბილისი საკრებულომ უნდა აუნთოს. ჩვენი ინფორმაციით ამ საკითხის დასალაგებლად საკრებულოს შეხვედრაზე ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე იყო მისული. 

შაბათის ეთერის ინფორმაციით, შალვა ქვრიშვილი მთელს ამ პროცესში მიწის ფიქტიური მფლობელია და მის უკან, გავლენიანი სამშენებლო კომპანიის ლისი ტოპოგრაფის მფლობელი დგას, ზედმეტი ხმაურის თავიდან ასაცილებლად, კი საქმეში სხვა პირი შემოიყვანეს. 

კორუფციული გარიგება მერიაში - მაკა ანდრონიკაშვილის რეპორტაჟი

 

მსგავსი სიახლეები