"ევროკავშირში ოლიგარქების ადგილი არ არის" - მორიგი გაფრთხილებები "ოცნებას"
"ევროკავშირშიი ოლიგარქების ადგილი არ არის" - "ქართულ ოცნებას" ევროპიდან გაფრთხილებას აძლევენ. შვედეთში, ალდეს ყრილობაზე ჩასული გამოცდილი პოლიტიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის მინიჭება რეალურად უნდა, მაშინ ეს საქმით უნდა დაამტკიცოს.
ირალნდიელი სენატაორი "პირველებთან" საუბარში პირდაპირ ამბობს, რომ ევროოკავშირის მტავარი ღირეულება კანონის უზენაესობაა და თუ საქართველოს ხელისუფლება ამას ვერ იაზრებს, ის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ სისუსტე გამოიჩინა და რუსეთს სანციების გვერდის ავლაში დაეხმარა.
ვფიქრობ, ეს არის დიდი იმედგაცრუება. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კარგად მუშაობს, თუმცა ამას სჭირდება შენარჩუნება. ზოგიერთმა ქვეყანამ არ უნდა გამოიინოს სისუსტე სანქციებთან მიმართებაში. ეს არ არის კარგი მესიჯი რუსეთისთვის და არც ევროკავშირისთვის. ეს არ არის კარგი მესიჯი ისეთი ქვეყნიდან, როგორიც არის საქართელო, რომელიც ეძებს კანდიდატის სტატუსს და რომ არ მოუწიოს იგივე მიმართულებით ბრძოლა, იმედი მაქვს, რომ საქართელოს მთავრობა განიხილავს ასეთ ქმედებებს რომ არსებობს გარკვეული ზეწოლა, რომ სანქციები დაუწესდესცალკეულ პოლიტიკოსებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ერთად ვიბრძოლოთ ისეთი დიქტატორის წინააღმდეგ, როგორიც არის ვლადიმერ პუტინი. ერვოკავშირის წევრობის მთავარი პრინციპია კანონის უზენაესობის პატივისცემა და როგორც წესი, ქვეყანა ისეთ დროს ითებს კანდიდატის სტატუსს, როდესაც აცნობიერებს, რომ შესაცვლელი აქვს ინსტიტუციები. ოლიგარქების ადგილი ევროკავშირში არ არის. ყველა პარტიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს პრაქტიკა დასრულდეს, წინააღმეგ შემთხვევაში არ უნდა ელოდნენ კანდიდატის სტატუსს ახლო მომავალში, - განაცხადა ირლანდიელმა სენატორმა.
ბელგიის ყოფილი პრემიერ-სმინისტრი კი პირდაპირ ამბობს, რომ ქართველი ხალხის რწმენა უფრო აქვს, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ხალხმა ხელისუფლებაზე ზეწოლა გააძლიეროს.
მე ვხედავ, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს უზარმაზარი სურვილი, იყვნენ ევროპის ნაწილი. ეს მახსენებს 2014 წლის უკრაინას. იმედი მაქვს, ევროკავშირის წევრობა საქართელოსთვის იქნება ნაკლებად მტკივნეული. ჩემი აზრით, ბევრია დამოკიდებული ქართელ ხალხზე, რომელაც უნდა გააგრძელოს ზეწოლა მთავრობაზე და მათ პოლიტიკურ ლიდერებზე. ქართელმა ხალხმა უკვე მოახდინა რეაგირება ქვეყანაში მომხდარ ბოლოდროინდელ მოვლენებზე. სიმართლე გითხრათ, მე უფრო ქართველი ხალხის რწმენა მაქვს, ვიდრე საქართველოს მთავორბის, - თქვა ბელგიის ყოფილა მაღალჩინოსანმა.