იმედი მაქვს, საქართველოს მთავრობა ხალხის ნებას მიჰყვება - უკრაინის ვიცე-პრემიერი
უკრაინის ვიცე-პრემიერი იმედოვნებს, რომ საქართელოს ხელისუფლება ქართელი ხალხის ნებას მიჰყვება. ამის შესახებ ოლგა სტეფანიშინამ ალდას სამიტზე ყოფნისას ისაუბრა. მისი თქმით, ვინც უკრაინას მხარს უჭერს, ის ისტორიის სწორ მხარეს დგას.
სტეფანიშინა ამბობს, რომ უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების გაჯანსაღება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების საკუთარ ხალხთან ალიანსში ყოფნის შედეგად იქნება შესაძლებელი.
დიდი იმედი მაქვს, მთავრობები და პოლიტიკოსები მიჰყვებიან ხალხის ნებას, როგორც ამას ვაკეთებთ უკრაინაში. ჩვენს ქვეყანაში ახლა უზარმაზარი ერთობის დემონსტრირებაა. საქმე ეხება პრიორიტეტებს. მე უკვე ვახსენე რა არის პრიორიტეტები. ვინც დგას უკრაინის გვერდით, ის დგას ისტორიის სწორ მხარეს. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა იქნება ალიანსში საქართველოს ხალხთან და მათ მისწრაფებებთან. ამის შემედგ კი შეგვიძლია ვისაუბროთ უკრაინისა და საქართელოს ურთიერთობებეზე, - თქვა ოლგა სტეფანიშინამ.