"ვლობირებთ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს" - "ლელო" ალდეს ყრილობაზე
სტოკჰოლმში ალდეს ყრილობა დასკვნით ეტაპზეა. სამიტზე სხვადასხვა ქვეყნების რეზოლუციები უნდა განიხილონ, რომელთა შორისაც "ლელო" საქართველოს რეზოლუციაც არის.
დოკუმენტში საუბარია იმაზე, თუ რატომ უნდა მიენიჭოს საქართელოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ასევე საკითხი ეხება იმ ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირებას, რომლებიც ქვეყნის ევროინტეგრაციას აფერხებენ.
ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ალდეს ყრილობაზე. ვესაუბრებით ყოველწუთიერ რეჟიმში ევროპული კავშირის ლიდერებს, ევროპელ მინისტრებს სხვადასხვა სახელმწიფოებიდან, ევროპული კომისიის და ევროპული პარლამენტის წევრებს. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ვლობირებთ ქართულ სახელმწიფოს, ჩვენს ეროვნულ ინტერესს, ვლობირებთ იმ საშუალებას, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირი კარი მართლაც ძალიან ფართოდ არის ღია ქართველი ხალხისთვის, მაგრამ ამ კარში დღეს დგას „ქართული ოცნება“ და ცდილობს, რომ ქართველმა ხალხმა ამ კარის გავლით არ გაიარო კეთილღეობისკენ. ჩვენ დღეს ვმუშაობთ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც ბოლო ფაზაშია, ბოლო შესწორებები შედის ამ პროექტში. რეზოლუცია იქნება მიღებული ალდეს ყრილობის მიერ ერთხმად იმის დასტურად, რომ ალდე არის საქართველოს გვერდით, - ამბობს გრიგოლ გეგელია.