სავარაუდო კორუფციული გარიგება მერიაში - ოპოზიცია კალაძეს პროკურატურაში უჩივის

28.05.23 15:24
სავარაუდო კორუფციული გარიგება მერიაში - ოპოზიცია კალაძეს პროკურატურაში უჩივის

ოპოზიციას თბილისის მერიის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეაქვს. საქმე შაბათის ეთერის ჟურნალისტურ გამოძიებას ეხება, საიდანაც დგინდება, რომ კახა კალაძე და მისი მოადგილე ირაკლი ხმალაძე საეჭვო გარიგებებში არიან მხილებული.  საუბარია მიწის ნაკვეთებზე, სადაც მალე, დიდი ალბათობით, კორპუსები აშენდება.

პროკურატურამ ახლა უნდა გაარკვიოს, რა ინტერესი ჰქონდათ მერიის მაღალჩინოსნებს, როცა სატყეო და სარეკრეაციო ზონები დაინტერესებულ პირს ლისის ტერიტორიაზე გადაუცვალეს.

ამ კონკრეტულ მონაცვლეობაზე ძალიან ცხადი დანაშაულის ნიშნები იკვეთება და აუცილებელია, რომ პროკურატურა დაინტერესდეს იმით, თუ როგორ აღმოჩნდა სატყეო და სარეკრეაციო ზონების სანაცვლოდ ამ კონკრეტული ადამიანების ხელში ძალიან ძვირადღირეული მუნიციპალური ქონება. ჩვენ აქ საქმე გვაქვს ძალიან მკაფიო, მრავალეპიზოდიან სისხლის სამართლის დანაშაულთან. ვაპირებთ, რომ დაუყოვნებლივ მივმართოთ საქართელოს პროკურატურას, - ამბობს „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე. 

დედაქალაქის მერი კი ირწმუნება, რომ მიწის მონაცვლეობის ფაქტები ბევრია, თუმცა ეს მხოლოდ მიწის მესაკუთრეების ინტერესებიდან გამომდინარე ხდება. 

იყო კონრეტული მიწის ნაკვეთი, რომელიც იყო კერძო მესაკუთრის. როდესაც მოხდა გენგეგმის მირღბა, გაუარესდა მიწის სტატუსი, შესაბამისად, არსებულ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრე ვერ ააშენებდა შენობა-ნაგებობას და მოხდა ამ მიწის მონაცვლეობა. ძალიან ბევრია სეთი მონაცვლეობა ხება, სადაც მერია ვალებულია ან გამოსიყიდოს ან სტატუსი შეუცვალოს, - ამბობს კალაძე.