"წარმოდგენა არ მაქვს" - ილია დარჩიაშვილი რუსეთში ბიზნესელჩის დანიშვნაზე

28.05.23 15:34
"წარმოდგენა არ მაქვს" - ილია დარჩიაშვილი რუსეთში ბიზნესელჩის დანიშვნაზე

საგარეო საქემტა მინისტრი ირწმუნება, რომ არ იცის ვინ არის ადამიანი, რომელმაც პუტინის მიღებაზე თავის რუსეთში საქართველოს ბიზნესელჩად წარმოადგინა. ილია დარჩიაშვილის თქმით, მსგავსი ცნება არ არსებობს და ამ თანამდებობაზე რომან ბოკერიას ვერც ვერავინ დანიშნავდა. 

წარმოდგენა არ მაქვს, რაზე საუბრობთ. ზოგადად, ბიზნესელჩის ცნებაც ჩემთვის გაუგებარია და შესაბამისად, ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ ბატონო ბოკერიას განცხადებაზე. თვითონ ცნება „ბიზნესელჩი“ ბუნებაში არ არსებობს და შესაბამისად, მას ვერც ვერავინ დანიშნავდა, - ამბობს დარჩიაშვილი.

საქართველომ რუსეთში ბიზნეს ელჩი დანიშნა. სკანდალური ინფორმაცია მოსკოვში, ვლადიმარ პუტინის ბიზნესწრეებთან შეხვედრიდან გახდა ცნობილი. რომან ბოკერიამ ოკუპანტ ქვეყანის პრეზიდენტს ქედი მოუხარა და უთხრა, რომ ის "საქართველოს ბიზნეს ელჩია რუსეთში". სწორედ ბოკერიას კითხვის საპასუხოდ თქვა პუტინმა, რომ ფრენების აღდგენას და ვიზების გაუქმებას საქართველოს ხელისუფლება სთხოვდა.