წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის რომან ბოკერია - შალვა პაპუაშვილი

28.05.23 15:53
წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის რომან ბოკერია - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ არ იცის ვინ არის რომან ბოკერია, რომელიც პუტინს საქართველოს სახელით მადლობებს უხდიდა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ყველას შეუძლია სასურველი სტატუსი მიიწებოს და თქვას, რომ "ბიზნესელჩი" ან "მედიაომბუდსმენია". 

წარმოდგენა არ მაქვს ეს ადამიანი ვინ არის. თავის თავის გამოცხადება ყველას ყველაფრად შეუძლია, მაგალითად, არსებობს მედიაომბუდსმენი ასეთი, ადამიანი თავის თავს ეძახის ომბუდსმენს და რავიცი, რა გითხრათ?, - ამბობს პაპუაშვილი. 

 საქართველომ რუსეთში ბიზნეს ელჩი დანიშნა. სკანდალური ინფორმაცია მოსკოვში, ვლადიმარ პუტინის ბიზნესწრეებთან შეხვედრიდან გახდა ცნობილი. რომან ბოკერიამ ოკუპანტ ქვეყანის პრეზიდენტს ქედი მოუხარა და უთხრა, რომ ის "საქართველოს ბიზნეს ელჩია რუსეთში". სწორედ ბოკერიას კითხვის საპასუხოდ თქვა პუტინმა, რომ ფრენების აღდგენას და ვიზების გაუქმებას საქართველოს ხელისუფლება სთხოვდა.