ოპოზიცია აღლუმზე არ მოვიდა, ევროკავშირის დროშით იყვნენ აჟიტირებულები - პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას 26 მაისი აღლუმზე არყოფნის გამო აკრიტიკებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლების ოპონენტებმა ქართულ ჯარს ბოიკოტი გამოუცხადეს, კონკრეტულად "ლელო" კი აქცია მოაწყო და "ევროკავშირის დროშით იყო აჟიტირებული".
მოწვეულები იყვნენ საპარლამენტო ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელები და ბოიკოტი გამოუცხადეს აღლუმს. ეს არ არის პირველი, ენმ უკვე წლებია ბოიკოტს უცხადებს ქართულ ჯარს და სამხედრო აღლუმს და ასევე „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ისინიც მიუხედავად იმისა, რომ მოწვეულები იყვნენ აღლუმზე, მათ ბოიკოტი გამოუცხადეს ქართულ ჯარს, არ მივიდნენ სამხედრო აღლუმზე, ნაცვლად ამისა, ვნახეთ ჩვენ „ლელოს“ წარმომადგენლები ქუჩაში აქცით და ევროკავშირის დროშაზე აჟიტირებულები, - ამბობს პაპუაშვილი.