აღლუმი ზეპარტიული ღონისძიებაა, არასწორია ადამიანს დასწრება დაავალდებულოთ - მდინარაძე კობახიძეს იცავს

28.05.23 16:12
აღლუმი ზეპარტიული ღონისძიებაა, არასწორია ადამიანს დასწრება დაავალდებულოთ - მდინარაძე კობახიძეს იცავს

რატომ არ ესწრებოდა ირაკლი კობახიძე აღლუმს - თანაპარტიელის დაცვა მამუკა მდინარაძემ სცადა. მმართველი პარტიის წევრი ამბობს, რომ ღონისძება, რომელიც 26 მაისს გაიმართა ზეპარტიული იყო და მასზე დასწრება ირაკლი კობახიძისთვის სავალდებული არ იყო. 

ფიზიკურად არ ვიყავი ადგილზე, რომ შესაძლებლობა მქონოდა მივსულიყავი, მაგრამ ვესრწები ხოლმე მე ირაკლისგან განსხვავებით, ირაკლი ბოლო რამდენიმე წელია არ დასწრებია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ზეპარტიული ღონისძიება და როდესაც ადამიანი არ არის კონსტიტუციურ თანამდებობის პირებს შორის და თქვენ ავალდებულებთ, რომ იქ იჯდეს, მათთან ერთად აუცილებლად, ესეც არასწორია. პირადი სივრცეა, რა თქმა უნდა. მაშინ ახლა დავუწყოთ ერთმანეთს დევნა აუზებზე, სხვადასხვა ადგილებზე, - ამბობს მდინარაძე.