იმედია, კობახიძესაც და მის თანაგუნდელებსაც ქართველი ხალხი სამუდამოდ გაუშვებს გასარუჯად - საბა ბუაძე

28.05.23 16:36
იმედია, კობახიძესაც და მის თანაგუნდელებსაც ქართველი ხალხი სამუდამოდ გაუშვებს გასარუჯად - საბა ბუაძე

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძეს, როგორ ჩანს, დამოუკიდებლობის დღე არ ეზეიმება, რადგან 26 მაისის ღონისძიებაზე დასწრებას, აუზზე ყოფნა არჩია.  ოპოზიციის წევრი ამაში პრობლემას ვერ ხედავს და იმედოვნებს, რომ "ოცნების" თავმდჯომარესაც და მის თანაგუნდელებსაც ქართველი ხალხი მალე პოლიტიკურ შვებულებაში გაუშვებს. 

ის, რომ კობახიძე არ იმყოფებოდა 26 მაისი ღონისძიებაზე არის იმის დადასტურება, რომ როგორც ჩანს, ამ ადაიანს არ ეზეიმება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ვერანაირ პრობლემას მე პირადად ვერ ვხედავ იმაში, რომ ის აუზზე იყო ამ დღეს გასარუჯად და დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ქართველი ხალხი მასაც და მის კოლეგებსაც გასარუჯად და დასასვენებლად გაუშვებს უკვე სამუდამოდ პოლიტიკურ შვებულებაში, - ამბობს საბა ბუაძე.