ყველაფრის საქმის კურსში არიან, შეთანხმებული ქმედებაა - ზურა ჯაფარიძე რომან ბოკერიაზე

28.05.23 18:11
ყველაფრის საქმის კურსში არიან, შეთანხმებული ქმედებაა - ზურა ჯაფარიძე რომან ბოკერიაზე

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი დარწმუნებულია, რომ რუსეთში საქართველოს ბიზნესელჩის არსებობა და ვინაობა "ქართულმა ოცნებამ" კარგად იცის. ზურა ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლება ყველაფრის საქმის კურსშია და მეტიც, რუსეთთან შეთანხმებით მოქმედებს. 

ყველაფერი იციან და ყველაფრის საქმის კურსში არიან. შეთანხმებული ქმედებაა. ჩვენ გვყავს ხელისუფლებაში რუსები და ისე უნდა შევხედოთ, რომ ღაცას კი არ თანამშრომლობენ ესენი ერთმანეთთან, არამედ რუსეთი აკეთებს თავიდან ბოლომდე ყველაფერს. აქედან რაც კეთდება, იქიდან რაც კეთდება, თავიდან ბოლომდე ყველაფერს რუსეთი აკეთებს, - ამბობს ზურა ჯაფარიძე.

საქართველომ რუსეთში ბიზნეს ელჩი დანიშნა. სკანდალური ინფორმაცია მოსკოვში, ვლადიმარ პუტინის ბიზნესწრეებთან შეხვედრიდან გახდა ცნობილი. რომან ბოკერიამ ოკუპანტ ქვეყანის პრეზიდენტს ქედი მოუხარა და უთხრა, რომ ის "საქართველოს ბიზნეს ელჩია რუსეთში". სწორედ ბოკერიას კითხვის საპასუხოდ თქვა პუტინმა, რომ ფრენების აღდგენას და ვიზების გაუქმებას საქართველოს ხელისუფლება სთხოვდა.   

"ქართული ოცნება" კი ირწმუნება, რომ აღნიშნულის შესახებ არაფერი სმენია და არც რომან ბოკერიას იცნობს.  

მსგავსი სიახლეები