დარმწუნებული ვარ, კვალი ივანიშვილამდე მივა - გორგი ვაშაძე რუსეთში ბიზნესელჩის დანიშვნაზე

28.05.23 18:16
დარმწუნებული ვარ, კვალი ივანიშვილამდე მივა - გორგი ვაშაძე რუსეთში ბიზნესელჩის დანიშვნაზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი მიიჩნევს, რომ რუსეთში საქართველოს ბიზნესელჩის დანიშვნის საკითხი დეტალურად არის შესასწავლი. გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ კვალი, საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილამდე მივა. 

„ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ საქართველოს მოქალაქეები დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ასე მარტივად არ მიიღებენ და დაიწყეს ზურგს უკან კონკრეტული პირების გამოკვეთა, რომელზეც ახლა იტყვიან, რომ ბიზნესს ალაგებს, მერე იტყვიან, რომ სჰუმანიტარულია რაღაც... რაც შეეხება ბოკერიას საკითხს, დეტალურად არის შესასწავლი. დარწმუნებული ვარ, კვალი მიდის საბოლოო ჯამში ივანიშვილამდე, - ამბობს გიორგი ვაშაძე. 

საქართველომ რუსეთში ბიზნეს ელჩი დანიშნა. სკანდალური ინფორმაცია მოსკოვში, ვლადიმარ პუტინის ბიზნესწრეებთან შეხვედრიდან გახდა ცნობილი. რომან ბოკერიამ ოკუპანტ ქვეყანის პრეზიდენტს ქედი მოუხარა და უთხრა, რომ ის "საქართველოს ბიზნეს ელჩია რუსეთში". სწორედ ბოკერიას კითხვის საპასუხოდ თქვა პუტინმა, რომ ფრენების აღდგენას და ვიზების გაუქმებას საქართველოს ხელისუფლება სთხოვდა.   

"ქართული ოცნება" კი ირწმუნება, რომ აღნიშნულის შესახებ არაფერი სმენია და არც რომან ბოკერიას იცნობს.  

 

მსგავსი სიახლეები