სააკაშვილი, გვარამია და ლაზარე - ალდემ პოლიტპატიმრების გათავისუფლების რეკომენდაცია გასცა
საქართველოს ხელისუფლებამ ევროპიდან კიდევ ერთი გაფრთხილება მიიღო. საავიაციო სექტორი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უნდა შეუერთდეს. ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს მიაჩნიათ, რომ მოსკოვთან განახლებული პირდაპირი ავიამიმოსვლა იმ საბოტაჟის ნაწილია, რომლითაც ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს.
შვედეთში, ალდეს სამიტზე მიღებულ რეზოლუციაში შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოში უნდა შეწყდეს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, პოლიტპატიმრებმა კი ციხეები უნდა დატოვონ. მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და ლაზარე გრიგორიადისი სწორედ ის ადამიანები არიან, რომელთა გათავისუფლებაზეც ალემ რეკომენდაცია გასცა.
ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.