ვინ მისცა რომან ბოკერიას რუსეთში ხალხის სახელით საუბრის ლეგიტიმაცია? - "ოცნება" თავს იმართლებს

28.05.23 20:01
ვინ მისცა რომან ბოკერიას რუსეთში ხალხის სახელით საუბრის ლეგიტიმაცია? - "ოცნება" თავს იმართლებს

ვინ მისცა ლეგიტიმაცია რომან ბოკერიას ილაპარაკოს რუსეთში ხალხის სახელით? -  ამ კითხვას ხელისუფლება ამ დრომდე არ პასუხობს. "ქართული ოცნება"  მთელი დღეა თავის მართლებას ცდილობს. ირწმუნებიან, რომ ბოკერია თვითმარქვიაა.

ვიდეოჩანაწერში საქართველოს მოქალაქე რუსეთის პრეზიდენტს შეზღუდვების მოხსნისთვის ხოტბას ასხამს და თავს ბიზნესელჩად აცნობს.

რომან ბოკერია რიგითი ბიზნესმენი არაა. ის მოსკოვში ოთარ ფარცხლაძის იმ კომპანიებს მართავს, რომელიც ყოფილმა პროკურორმა რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ დაააფუძნა.ოპოზიცია ეჭვობს, რომ  ბოკერია ბიზნესელჩად ბიძინა ივანიშვილის მითითებით დანიშნეს. 

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.