აუზზე განტვირთვის შემდეგ კობახიძე პირველად გამოჩნდა - რას ამბობს სკანდალში გახვეული "ოცნების" ბოსი?
რა მიზეზით არ დადის დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ცერემონიებზე ირაკლი კობახიძე? - აუზზე მოწყობილი განტვირთვის დღის შემდეგ "ოცნების" ბოსი საჯაროდ პირველად გამოჩნდა. კობახიძისთვის პრობლემა არა ეროვნული დღესასწაულისთვის გამოცხადებული ბოიკოტი, არამედ ფოტოებია, რომელიც ხუთვარსკვალვიანი სასტუმროს აუზზე მას თურმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დედამ გადაიღო.
"სრული სიგიჟე" - ასე გამოეხმაურა კობახიძის ბრალდებას ელენე ხოშტარიას დედა. ირინა გუნცაძე აცხადებს, რომ იმ დროს, როცა კობახიძე მზის აბაზანებს სასტუმროს ვერანდაზე იღებდა, ის საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.