"მარტივი სიცრუეა" - ალუდა ღუდუშაური რუსეთში ბიზნესელჩის დანიშვნაზე
"ქართული ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური ირწმუნება, რომ საქართველოს რუსეთში ბიზნესელჩი არ დაუნიშნავს და გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. სახელისუფლებო გუნდის წევრის თქმით, ბიზნესელჩის დანიშვნას სპეციალური პროცედურების გავლა სწირდება, რაც არ მომხდარა.
ვიღაც ასე ადგა და სადღაც რაღაცას წარმოადგენს, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, როგორი შე3ხვედრაც არფ უნდა იყოს, ვერცერთ შემთხვევაში, ეს არის მარტივი სიცრუე ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ საქართელოს კანონმდებლობით საქართველოს ოფიციალურად წარმოდგენას სჭირდება შესაბამისი პროცედურები, მათ შორის, დოკუმენტური დადასტურება ამისი, - ამბობს ალუდა ღუდუშაური.
საქართველომ რუსეთში ბიზნეს ელჩი დანიშნა. სკანდალური ინფორმაცია მოსკოვში, ვლადიმარ პუტინის ბიზნესწრეებთან შეხვედრიდან გახდა ცნობილი. რომან ბოკერიამ ოკუპანტ ქვეყანის პრეზიდენტს ქედი მოუხარა და უთხრა, რომ ის "საქართველოს ბიზნეს ელჩია რუსეთში". სწორედ ბოკერიას კითხვის საპასუხოდ თქვა პუტინმა, რომ ფრენების აღდგენას და ვიზების გაუქმებას საქართველოს ხელისუფლება სთხოვდა.