"ზურაბიშვილის მიმართვა თამამი და ძლიერი იყო" - მარია კალიურანდი
ევროპარლამენტარი მარია კალიურანდი სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილს ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლას უწონებს. ევროპარლამენტარი ამის შესახებ Twitter-ზე წერს. კალიურანდი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის სიტყვა თამამი და ძლიერი იყო.
კალიურანდი წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტს ბრიუსელში მოუთმენლად ელის.
"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ძალიან თამამი და ძლიერი განცხადება ჰქონდა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ზურაბიშვილს მომავალ კვირას ბრიუსელში, ევროპარლამენტში" - წერს ევროპარლამენტარი, მარია კალიურანდი.
ცნობილია, რომ ევროპარლამენტის ტრიბუნაზე საქართველოს პრეზიდენტი ბოლოს 2010 წელს იდგა. მიხეილ სააკაშვილმა მაშინ 700 ევროპელი დეპუტატის წინაშე დადო პირობა, რომ ძალას არ გამოიყენებდა.