დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია და თავისუფალი მედია - სამოქალაქო სექტორის შეხვედრები ბრიუსელში
დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია და თავისუფალი მედია - სწორედ ამ საკითხები განიხილა სამოქალაქო სექტორმა ბრისუელში ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებზე. ბრიუსელში იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები იყვნენ წასული, რომლებიც კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად მოცემულ საშინაო დავალებას უწევენ მონიტორინგს.
ევროპაში გამართული კონსულტაციების შემდეგ სამოქალაქო სექტორი აცხადებს, რომ ბრიუსელი საქარველოს ხელისუფლების ნაბიჯებით იმედგაცრუებულია, მთავარი პრეტენზია ახლა მოსკოვთან პირდაპირი ფრენების აღდგენას ეხება.
ზოგადად, არის ძალიან დიდი წუხილი ჩვენს ქვეყანაში არსებულ გარემოზე და იმ პროცესების მიმდინარეობაზე, რომელიც, მათ შორის, 12 პუნქტის შესრულებას უკავშირდება. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ყველა, მთლიანად ევროკავშირი თავისი უწყებებით განწყობილია იმისკენ, რომ მაქსიმალურად შესრულკდეს 12 პუნქტი, დაინახონ პოლიტიკური ნება საქართველოს ხელისუფლების, რომ მათ მიეცეთ შესაძლებლობა, რომ მიიღონ პოზიტიური გადფაწყვეტილება. ამ მდგომარეობით უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ზიაირებენ იმ ძირითად წუხილებს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას აქვს, - ამბობს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი.
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე ამბოლბს, რომ ევროკავშირში საქართველოსადმი განწყობები ნეგატიურისკენ არის შეცვლილი. მისი თქმით, ევროპელი პარტნიუორები საქართგველოს ხელისუფლების რიტორიკით და 12 რეკომენდაციის შეუსრულებლობით არიან შეშფოთებულები.
არის დრამატულად ნეგატიურისკენ შეცვლილი განწყობები, პოზიციები და ა.შ., რომელიც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ხელისუფლების განსაკუთრებით ბოლოდროინდელ მოქმედებებს, უკავშირდება 12 რეკომენდაციიდან ყველაზე მნიშვნელოვანი, გასაკუთრებით 5 რეკომენდაციის პრაქტიუკულად შეუსრულებლოლბას და საქართველოს ხელიწსუფლების რიტორიკას, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რისთვისაც ჩვენ ევროკავშირის წევრობა გვსურს, - ამბობს ანა აბაშიძე.