რატომ უზღუდავენ პრეზიდენტს უფლებებს - სალომე ზურაბიშვილი განმარტებებს ითხოვს

29.05.23 13:51
რატომ უზღუდავენ პრეზიდენტს უფლებებს - სალომე ზურაბიშვილი განმარტებებს ითხოვს

რატომ უზღუდავენ პრეზიდენტს უფლებებს - სალომე ზურაბიშვილი განმარტებებს ითხოვს. "ქართულ ოცნებას" კითხვით პრეზიდნეტის საპარლამენტო მდივანმა მიმართა. 

გიორგი მსხილაძე ამბობს, რომ ცეკოს თავმჯდომარის პროცესებიდან პრეზიდენტის ჩამოშორება გაუგებარია. საპარლამენტო მდივანი ფიქრობს, რომ მიზეზი პრეზიდენტის უფლებების მაქსიმალურად შესუსტებაა.

რაც ქალბატონი სალომე პრეზიდენტია, მას შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩატარდა დაახლოებით 10-მდე კონკურსი, რომელიც ცესკოს წევრების და თავმჯდომარის შესარჩევი კონკურსი. არცერთ ამ კონკურს არცერთი ხარვეზი, არცერთი გადაცდომა, არცერთი დარღვევა არ ჰქონია. უბრალოდ გაუგებარია, რამ გამოიწვია პრეზიდენტის ინსტიტუტის ამ პროცესისგან ჩამოშორება და რა გახდა იმის საფუძველი, რომ პრეზიდენტი აღარ იყოს წამყვანი როლის მატარებელი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესში. მიზანი ალბათ სავარაუდოდ ის არის, რომ ის კონსტიტუციური უფლებები, რომელიც პრეზიდენტს გააჩნია, მაქსიმალურად იყოს შესუსტებული და პრეზიდენტის ჩართულობა იყოს, მაქსიმალურად ნაკლები ამ პროცესებში, რომელიც მისთვის კონსტიტუციას აქვს მინიჭებული. პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ბატონ გიორგი კალანდარიშვილის პროფესიონალიზმთან და მის საქმიანობასთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს" - ამბობს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე კი ირწმუნება, რომ  რჩევნების ორგანიოზების საკითხში საფრთხე დგებოდა, რის გამოც აღნიშნული ცვლილებების მიღება გახდა საჭირო.

არჩევნების ორგანიზებულად ჩატარების საფრთხე დგებოდა დღევანდელი მოცემულობით, სწორედ ამ საფრთხის არიდებას ემსახურება პირველ რიგში, ის ცვლილებები, რომლებიც ახლა მიიღება, რითაც მოხდება, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირება, ასევე თავმჯდომარის არჩევა და მიეცემა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მართლაც ორგანიზებულად, მაღალკვალიფიკაციურად და გამჭვირვალედ ჩატარდეს საქართველოში 2024 წლის არჩევნები, - ამბობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი. 

ხელისუფლების ოპონენტები კი მიიჩნევენ, რომ  აღნიშნული ცვლილება ნდობის საკითხს კიდევ უფრო დაამძიმებს. ანა ნაცვლიშვილის თქმით, აღნიშნული პირდაპირ წინააღმდეგობაშია 12 პუნქტთან.

გარდა იმისა, რომ ასეთი ცვლილებები, რაც ოცნებამ მოამზადა საარჩევნო პროცესის მიმართ ისედაც მცირე ნდობას, კიდე უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს, ეს პირდაპირ წინააღმდეგობაშია 12 პუნქტთან და ძალიან სერიოზულ პრობლემას ქმნის საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე, როდესაც შეფასდება საკანონმდებლო ცვლილებები, ეს ცვლილებები თუ "ქართული ოცნება" მას ბოლომდე მიიყვანს ცალსახად შეფასდება ნეგატიურად" - ამბობს პარტიის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი, ანა ნაცვლიშვილი.

შეგასენებთ, რომ პარლამენტი ამ წუთებში მეორე მოსმენით მამუკა მდინარაძის პროექტს განიხილავს. საქმე ეხება კანონპროექტს, რომლითაც სალომე ზურაბიშვილს ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის უფლება ერთმევა. ცნობილია, რომ ეს საპასუხისმგებლო მისია მთლიანად პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა ხდება.